გურია ნიუსის ინფორმაციით, ამ წუთებში ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბურნათში ხანძარია.
ოფლის წარმომადგენელი უჩა ძნელაძე, გამოცემასთან ამბობს:
“ცეცხლი ყოფილ ჩაის პლანტაციების ადგილზეა. ტერიტორია, დაახლოებით, 16 ჰექტარზე მეტი იქნება. ადგილი მიუვალია და ახლოს ვერ მივდივართ. ამ წუთებში მობილიზებულია სახანძრო სამაშველო სამსახურები და მიმდინარეობს ცეცხლის ქრობის სამუშაოები. ცეცხლის ქრობის სამუშაოებში სხვა მუნიციპალიტეტების სამაშველო ბრიგადები ჩაერთვნენ. ამ დროისთვის ცეცხლი თითქმის ლოკალიზებულია. დამწვარია 2 ჰა-მდე ტერიტორია”
კომენტარები