გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ანნალენა ბერბოკის კომენტარს „დოიჩე ველე“ ავრცელებს:
„არსებულ ვითარებაში მოსკოვთან რაიმე მოლაპარაკების გამართვას აზრი არ აქვს უკრაინის წინააღმდეგ ომის დასასრულებლად. მოსკოვს ჰუმანიტარულ დერეფნებზე მოლაპარაკებაც კი არ სურს და ასეთ ვითარებაში სხვა გზა არ არის, გარდა იმისა, რომ გავაგრძელოთ უკრაინის მხარდაჭერა იარაღის მიწოდებით.
ბერლინის ყოყმანი კიევისთვის იარაღის მიწოდებაზე და Nord Stream 2-ის გაზსადენი გახდა ბალტიისპირა ქვეყნებისა და აღმოსავლეთ ევროპისთვის გერმანიის მიმართ ნდობის დაკარგვის ერთ-ერთი მიზეზი. ჩვენ აუცილებლად გვჭირდება ახალი ევროპული და აღმოსავლეთევროპული პოლიტიკა.”
კომენტარები