ფოტოკოლაჟი – ტვ პირველი
ადვოკატი დიმიტრი მჭედლიშვილი, სოსო გოგაშვილის განცხადების პასუხად, მცირე კომენტარს “ტვ პირველთან” აკეთებს და ადასტურებს, რომ გოგაშვილის სანახავად მართლაც იყო შესული პენიტენციურ დაწესებულებაში, თუმცა ამბობს , რომ გოგაშვილმა ის თავად დაიბარა.
ამბობს, რომ ჰქონდა კომუნიკაცია სუს-ის ყოფილი შეფის მეუღლესთან, თუმცა ამბობს, რომ ჰონორართან დაკავშირებით ოჯახთან ვერ შეთანხმდა და ამიტომაც აღარ არის სოსო გოგაშვილის ადვოკატი.
მჭედლიშვილი კატეგორიულად უარყოფს ვახტანგ გომელაურთან და „ქართული ოცნების“ სხვა წევრებთან კავშირს და ამტკიცებს, რომ აფგან მუხთარლისა და არჩევნების გაყალბების თემაზე მას გოგაშვილთან არანაირი საუბარი არ ჰქონია.
კომენტარები