ანი დვალიშვილი
„ალიას“ ინფორმაციით, რუსული მხარე აქტიურად მუშაობს საკითხზე, რომ საქართველოსთან სავიზო რეჟიმი გააუქმოს. ოღონდ ეს შეზღუდვა მოიხსნება მხოლოდ კონკრეტულად, რუსეთში წამსვლელთათვის, ხოლო ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამაჩაბლოში გადასასვლელად, ისევ სპეციალური საშვების აღება იქნება საჭირო. თუ რუსეთის ხელისუფლება ამას მართლაც გააკეთებს, გვერწმუნეთ, რომ მტრის მხარეს სამუშაოდ არაერთი ქართველი წავა და სოციალურ ქსელში „სლავა უკრაინა“-ს დაწერს. რუსულ-ქართული ურთიერთობები, დასავლეთთან არეული ურთიერთობების პარალელურად, ლაგდება და კულუარულად საკმაოდაც თბება. ქართული მხარე ჯერჯერობით ხმამაღლა ამ თემაზე ვერ და არ საუბრობს, მაგრამ თუ სასწორი რუსეთის მხარეს გადაიხრება, არ არის გამორიცხული, პირველი ნაბიჯი სწორედ საქართველომ გადადგას. სასწორის გადახრისკენ კი ზამთრის მოახლოებას ვგულისხმობთ – ოფიციალური სტატისტიკით, გერმანელი პენსიონერების უდიდესმა ნაწილმა ბინები დაკეტა და ზამთრის გასატარებლად ინდოეთსა და ბრაზილიაში გაემგზავრა, რადგან კომუნალურების გადახდას, იქ იაფად ცხოვრება ურჩევნიათ. თანაც, ბოლომდე ევროპაში არც ის იციან, გადახდის შემთხვევაშიც კი, მოახერხებს თუ არა ქვეყანა გაზის და დენის… უგრაფიკოდ მიწოდებას.
კომენტარები