სიფრთხილე საჭიროა ნაღდი ფულის ხელიდან ხელში გადაცემისას, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ თქვა:
„საქართველოს ეროვნული ბანკი და კომერციული ბანკები დიდი ხანია უკვე დეზინფექციას აკეთებენ. აქ საუბარია არა ვთქვათ, როდესაც ბანკომატიდან იღებს ფულს ადამიანი, არამედ ხელიდან ხელში გადაცემაზე. ხელიდან ხელში ნებისმიერი ნივთი შეიძლება იყოს საფრთხის შემცველი. ამიტომაც არის ჩვენი ყველა რეკომენდაცია, რომელიც შეეხება სიფრთხილეს. არ არის საუბარი მხოლოდ ფულზე, რომელიც ხელიდან ხელში გადადის. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ეს საფრთხილოა და რა თქმა უნდა, ინდივიდუალურ პირობებშიც შესაძლებელია დამუშავება – ეს იქნება სადეზინფექციო ხსნარები თუ იგივე ცხელი უთოს გამოყენება, საკმაოდ ეფექტიანი იქნება“
კომენტარები