პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა:
„ბატონი ვახტანგ გომელაურის უწყება ახლა აქტიურად მუშაობს სამი ახალი ვერტმფრენის შეძენის თაობაზე. იმის მიუხედავად, რომ ყველა ვერტმფრენი აბსოლუტურად გამართულია, კარგ მდგომარეობაშია.
მოგეხსენებათ, რომ სახელმწიფოს ჰყავს ერთი ძვირადღირებული, ფუფუნებისთვის განკუთვნილი ვერტმფრენი, რომელიც ყოფილი პრეზიდენტისთვის იქნა შეძენილი წინა მთავრობის დროს და რამდენიმე ათეული მილიონი ევროა გადახდილი ამ ვერტმფრენში. ეს იყო ჩვენი გადაწყვეტილება, რომ ამ ვერტმფრენით არავინ არ ისარგებლა. აქვე, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ მიუხედავად იმ სპეკულაციებისა, რომ თითქოს ეს ვერტმფრენი გამოიყენება სამაშველო ოპერაციებში, ეს არის ტყუილი, მეგობრებო. რა თქმა უნდა, ჩვენ ამის თაობაზე გვქონდა განხილვა და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ვერტმფრენს გადავცემთ უკან მის გამომშვებ ქარხანას, ანუ გავყიდით და სანაცვლოდ, ჩვენ სამ ახალ ვერტმფრენს შევიძენთ, ისეთებს, როგორიც გამოგვადგება სამაშველო ოპერაციებში და სხვადასხვა ოპერაციებისთვისაც.”
კომენტარები