ალერგოლოგ-იმუნოლოგ ბიძინა კულუმბეგოვი საზოგადოებრივ მაუწყებელთან ამბობს:
„წინა ორი კვირის მონაცემებს თუ გადავხედავთ, საკმაოდ მაღალი დადებითობა გვაქვს. ბოლო შვიდდღიანი და თოთხმეტდღიანი არის თითქმის 17 %. 17%-იანი დადებითობის მაჩვენებელი უპრეცედენტოდ ძალიან მაღალი მაჩვენებელია, რაც შიდა საზოგადოებრივი გავრცელების საკმაოდ მაღალ მასშტაბებზე მიუთითებს. ამერიკის ჯანმრთელობის გაზომვათა ინსტიტუტი აქვეყნებს ყველა ქვეყნის მონაცემს მიმდინარე ეპიდემიოლოგიური სიტუაციის შესახებ და გარკვეულწილად პროგნოზსაც შემდგომი თვეების განმავლობაში. ჩვენ თუ შევხედავთ ჰელსმეტრიკის ინსტიტუტის მონაცემებს, ქვეყანაში შეიძლება, ყოველდღიურად საშუალოდ 6 000-20 000-მდე ახალი შემთხვევა ცირკულირებდეს. რა თქმა უნდა, ყველას გამოვლენა ვერც ერთ ქვეყანაში ვერ ხდება, მაგრამ ჩვენს ქვეყანაში ტესტირების მაჩვენებელი არ არის ის, რაც უნდა იყოს. სასურველია, ტესტირების მაჩვენებელი იყოს უფრო მეტი და ამას აქვს პირდაპირი კლინიკური ღირებულებითი მნიშვნელობა.
ქვეყანაში არის საკმაოდ მაღალი გავრცელების მაჩვენებელი ამ ეტაპისთვის, თუმცა პიკური პერიოდი, თუნდაც ჰელსმეტრიკის ინსტიტუტის მონაცემებით, ქვეყანას უკვე გადავლილი აქვს. ახლა ჩვენ ვართ გავრცელების იმ მასშტაბზე, სადაც რეალურად არის გავრცელების პლატო. თუ ჩვენ შევხედავთ ამ პროგნოზულ მაჩვენებელს, შეიძლება, შენარჩუნდეს სექტემბერ და ოქტომბრის პირველ ნახევრამდეც კი. დიდი ალბათობით, შემდგომი 4-6 კვირა დრამატული მატება არ გვექნება. არ არის მოლოდინი, რომ იქნება ინფექციის ტრაგიკული გავრცელება, რომელიც გამოიწვევს კლინიკების გადატვირთვას, თუმცა წინა ორი კვირის განმავლობაში, პირადად მე, ერთი-ორი ადამიანი, რომელსაც სჭირდებოდა სტაციონალური მკურნალობა და ისინი ჩემთან იყვნენ კონტაქტზე, ვერ მოვახერხეთ მათი სტაციონარში განთავსება, ესეც იყო პრობლემა. ამიტომ ამ მიმართულებით კლინიკების სარეზერვო მზაობა შემოდგომისთვის უფრო უნდა გაძლიერდეს.”
კომენტარები