ბლოგერი, გურამ შეროზია:
“უბედურება შემემთხვა! არ ვიცი, უფალმა მომივლინა განსაცდელი, თუ პირშიჩალაგამოვლებული მასპინძლის ცოდვამ მიწია, მაგრამ…
ერთერთ წინა პოსტში ვახსენე, რომ “უღირსი” ჰოსთი შემხვდა და უნდა შემეცვალა, თან ამ თრიფის ისტორიაში პირველად, როგორც იქნა დამაეფრუვა ქალმა, ჰოდა გადავბარგდი კაროლინთან :))
სახლი აქვს პრელესწ, მარტო აბაზანა რად ღირს, “ვანაა” ისეთი, ჩახტები ქაფში და აღარ ამოხვალ… ჰოდა ვქენი მეც ეგრე. მრავალფეროვანი შამპუნებიდან კრემისფერი შევარჩიე, კრემბრულეს და კარამელის არომატის მიზნით, გავიქაფე კარგად თმა, თვალში რომ არ ჩამყროდა და ჩავწექი. ბოლოს უკვე ნამუსმა შემაწუხა, იქნებ ქალს აბაზანა სჭირდებათქო, შხაპი გადავივლე და გამოვედი პირსახოცით, ფენის სათხოვნელად.
– რროოგორ გიხდება! – გადაიკისკისა კაროლიმა.
– ნეტა რა მიხდება, დაბანა? გავიფიქრე და მეწყინა. მერე გადავწყვიტე, რომ სიშიშვლე მიხდება და “ორ თვეში უნდა მნახოთქო” მივაყოლე ფიქრშივე.
ამიხსნა სადაც იყო, წავედი, თვალს არ მაცილებდა.
აბაზანაში შევედი, ფენი მოვიმარჯვე და ხელით დაორთქლილი სარკე გადავწმინდე…
… ჩემს ბღავილზე აბაზანაში შეშინებული კაროლინი შემოვარდა.
პ.ს. ჰო, მე ის გურამი აღარა ვარ
გაგრძელება (ფოტომასალითურთ) იქნება გარიჟრაჟზე… მანამდე შეგიძლიათ გამოიცნოთ უბედურება რა ფორმით მეწვია :დ
ჩავაედითო ბარემ: ეს ეა გამიკეთეთქო -სასოწარკვეთილი ვეკითხები. მე რა გაჰიკეთე, წაგეკითხა რა ეწერაო. აი ფრანგულად ყვეკაფერს გავიგებდი. შავი მომეცი ახლიდან ავიგლესმეთქი და შავი არა და ვარდისფერით ჰქენი თუ გინდაო.
ჰოდა, “ვარდისფერი ტრაკში გაიკეთე”როგორ იქნება ფრანგულად?!
სალონში შავად “გადაკრასკვა” მინ. 50 ევრო ღირს, შარიც ამას ჰქვია :დ კიდევ კარგი ჩემმა ქართველმა თმამ ღირსეულად იბრძოლა და არაფრით არ მიიღი ბლანძინკა, მაგრამ…
კომენტარები