ევროკავშირი უკრაინას 5.5 მილიონ კალიუმის იოდიდის ტაბლეტს გადასცემს, რათა ადამიანებმა პრევენციულად მიიღონ უსაფრთხოების ზომა და თავი დაიცვან შესაძლო რადიაციისგან.
“არც ერთი ატომური ელექტროსადგური არ უნდა იქნას გამოყენებული ომის თეატრად. მიუღებელია, რომ სამოქალაქო პირების სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ირგვლივ ყველა სამხედრო მოქმედება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს”, – აღნიშნა ევროკომისარმა კრიზისების მართვის საკითხებში, იანეს ლენარჩიჩმა.
კომენტარები