ასე აფასებს ვანისა და ბაღდათის მიტროპოლი, მეუფე ანტონი
საბერძნეთის ეკლესიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, აღდგომის დღესასწაული ერთი თვით გადაიდო.
“არ მჯერა, რომ ასეა, რომ საბერძნეთის ეკლესიამ ეს გადაწყვეტილება მიიღო. ეს არის ბოდვა, ეს სიგიჟეა, სისულელეა აბსოლუტურად. რომც იყოს, ეს აბსურდია. რა წყაროები ვნახე, ჩემთვის დამაჯერებელი არ არის. დანარჩენს, გადავრეკავთ ალბათ და მივიღებთ პასუხს”- განაცხადა მეუფემ.
ცნობისთვის, კორონავირუსის პანდემიის პრევენციის მიზნით, საბერძნეთის ოფიციალურმა ელადის მართლმადიდებელმა ეკლესიამ მიიღო გადაწყვეტილება აღდგომის სადღესასწაულო ღონისძიებების გადატანის შესახებ.
სინოდის დადგენილებით, 18-დან 19 აპრილის ღამით ჩატარდება აღდგომის წირვა, მაგრამ ყველა ტაძრის კარები დახურული იქნება. ამგვარად, ღვთისმსახურება აღესრულება მრევლის გარეშე.
კომენტარები