საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია გაეროში საქართველოს ელჩად დავით ბაქრაძის დანიშვნას ეხმაურება.
“საქართველოს პრეზიდენტის მიერ ბატონი დავით ბაქრაძის აშშ-ში გაწეული საქმიანობის უარყოფითი შეფასება კვლავ ძალაშია, აქედან გამომიდინარე, მისი დანიშვნა გაეროში მუდმივ წარმომადგენლად, მაშინ როცა მიმდინარეობს ომი ჩვენს მეზობელ და მეგობარ ქვეყანაში საქართველოს პრეზიდენტს არ მიაჩნია მიზანშეწონილად. ეს პოზიცია პრეზიდენტმა არაერთგზის დააფიქსირა, როგორც საჯაროდ, ასევე არაფორმალური კონსულტაციების დროს.
რაც შეეხება ბატონი ბაქრაძის დანიშვნას, ის დანიშნული იქნა პრეზიდენტის 30 აგვისტოს განკარგულებით გაეროში მუდმივ წარმომადგენლის თანამდებობაზე და ასევე უნდა აღნიშნოს, რომ ყველა ოფიციალური წარდგინება, რომელიც საქართველოს მტავრობის სახელით შემოვიდა პრეზიდენტთან, და ასეთი იყო მისი ინაუგურაციის შემდეგ 29, 39-ვე დაკმაყოფილდა და ყველა დაინიშნა შესაბამის თანამდებობაზე”, – თქვა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია სულავამ.
კომენტარები