ეროვნული მოძრაობის წევრი, ყოფილი პარლამენტარი ირაკლი მელაშვილი მიხეილ გორბაჩოვზე:
,,მოსკოვში გარდაიცვალა მიხეილ გორბაჩოვი, სსრკ-ს კომპარტიის ბოლო გენერალური მდივანი და სსრკს პირველი და უკანასკნელი პრეზიდენტი. ბევრი შეიძლება ვიკამათოთ იმაზე, თუ რა სურდა მას, როცა რეფორმებს იწყებდა, მაგრამ ჩემი აზრით ეს არის ადამიანი, რომლის მიერ დაწყებულმა “პერესტროიკამ” საბჭოთა კავშირის და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების მოსახლეობას თავისუფლების, ხოლო მსოფლისო მშვიდობის შანსი მისცა.
უნდოდა თუ არა გორბაჩოვს სსრკ-ს დაშლა? უდიდესი, თითქმის 100% -იანი ალბათობით, არა. რა თქმა უნდა მის კისერზეა 1989 წლის 9 აპრილი, 1990 წლის იანვარში ვილნიუსის და რიგის მოვლენები, ბაქოს ტრაგედია და ა.შ მაგრამ ფაქტია, რომ მის მიერ ინიცირებულმა დემოკრატიულმა ცვლილებებმა საბჭოთა რესპუბლიკებს დამოუკიდებლობა მოუტანა. გორბაჩოვს კი არც იმპერიის და არც საკუთარი ძალაუფლების შესანარჩუნებლად, გადამწყვეტ მომენტში სამხედრო ძალა არ გამოუყენებია, თუმცა ამის ძალაუფლება ჰქონდა. რა შეიძლება მომხდარიყო გორბაჩოვი თავისი წინამორბედი გენერალური მდივნებივით რომ მოქცეულიყო, რა სისხლის კალო დატრიალდებოდა ყოფილი სსრკ-ს ტერიტორიაზე, ეს ვისაც აზროვნება შერჩენია, შეუძლია დაინახოს დღევანდელ უკრაინაში. ეს არის ფაქტები, დანარჩენს კი ისტორია და უფალი განსჯის.
მე კი მაინც მისი მადლიერი ვარ, რადგანაც დღეს ჩემი სამშობლო დამოუკიდებელია და მის მიერ ინიცირებულმა ცვლილებებმა, სურდა მას თუ არა, ამაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა.”
კომენტარები