თბილისში, კოსტავას 68-ში მდებარე მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობები (საკადასტრო კოდი:01.14.14.009.052), საწყისი ფასით 65 000 000 ლარი, აუქციონზე სარეალიზაციოდ კიდევ ერთხელ იქნა გამოტანილი – ნათქვამია საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მაუწყებლის განცხადებით, აუქციონზე გამოტანილია 33 209 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი და 23 649 კვადრატული მეტრი შენობა-ნაგებობები. აუქციონში მონაწილეობა დაინტერესებულ მხარეებს მიმდინარე წლის 30 სექტემბრის ჩათვლით, 12:00 საათამდე შეეძლებათ.
კომენტარები