ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ, ამბობს:
“თუ ჩვენ გადმოვიღებთ მარტივად უკრაინულ კანონპროექტს, ამ შემთხვევაში გამოვა რა, რომ ოლიგარქები არიან ოპოზიციის მხარეს, მაგრამ არ არიან “ქართული ოცნების” მხარეს. რა თქმა უნდა ეს არ აწყობს ოპოზიციას. თვითონაც იციან, რომ თავად ჰყავთ ოლიგარქები საკუთარ რიგებში.
მათ უნდათ ისეთი კანონპროექტი შეიმუშაონ, რომელიც არ ეხება რეალურ ოლიგარქებს. და რა თქმა უნდა, ჩვენ ამაში ვერ შევყვებით.”
შეგახსენებთ, ოლიგარქია მმართველობის ფორმაა, რომლის დროს ძალაუფლება უჭირავს ადამიანების ვიწრო, ელიტურ წრეს (ოლიგარქს, ოლიგარქებს), რომლებიც ძალაუფლებას იყენებენ საკუთარი ინტერესების შესაბამისად.
გამომდინარე იქედან, რომ ოლიგარქია მმართველობის ფორმაა, ადამიანები, რომლებსაც არ მფარველობს ხელისუფლება – ვერ იქნებიან ოლიგარქები.
მფარველობს ქართული ოცნება ოპოზიციას? დღეს ოპოზიციონერი “ოლიგარქები” მართავენ ქართულ ოცნებას და ქვეყანას? – ამაზე კობახიძეს არ უსაუბრია.
იქნებ, საერთოდაც, ბიძინა ივანიშვილი “ქართული ოცნების” ოპოზიციას შეუერთდა? – ვიკითხეთ, ბატონო, ვიკითხეთ.
დეოლიგარქიზაცია – ეს ნიშნავს დებიძინიზაციას, ან დეივანიშვილიზაციას საქართველოსი – რასა იუკნევიჩიენე
კომენტარები