გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 3 სექტემბერს საქართველოში შენარჩუნებული იქნება ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდი.
სინოპტიკოსების ცნობით, დასავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონებში ჰაერის ტემპერატურამ შესაძლოა 40 გრადუსს გადააჭარბოს.
მათივე ინფორმაციით, 4 სექტემბრიდან საქართველოში მოსალოდნელია გრილი და ნოტიო ჰაერი მასების გავრცელება, რის გამოც დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.
სააგენტო აცხადებს, რომ ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაიკლებს. ზღვაზე მოსალოდნელია 2-3 ბალიანი ღელვა.
კომენტარები