სერიალი “ჩემი ცოლის დაქალები” შემოდგომის სეზონზე აღარ განახლდება. მე-18 სეზონის ფინალური სერიები 2 ივლისს გავიდა ეთერში. პროდიუსერი ირაკლი საღინაძე “რადიო თავისუფლებასთან” საუბარში ამბობს:
“ერთი გამოკვეთილი მიზეზი არასდროს არაა, გამომდინარე არხის პრობლემებიდან, გამომდინარე პოლიტიკური ვითარებიდან, გამომდინარე ფინანსებიდან, ბევრი რაღაცაა, რაც ამხელა, მძიმე პროექტის დაფინანსებისგან თავის შეკავებისკენ გვიბიძგებს”.
შეიძლება ახალ წლამდეც დაიძრას, ან ცოტა გვიან. ვმუშაობთ, რომ კონსტრუქცია შევინარჩუნოთ. ჩცდ ვერ დაიხურება. იმდენი წელია არსებობს, რომ ჩცდ შეიძლება დაასრულოს მხოლოდ რაიმე ახალმა საკულტო პროექტმა. მისი ბაზარზე მოთხოვნა ობიექტურად არსებობს, ამას რეიტინგები და მაყურებლის რეაქციაც ადასტურებდა.
ასეთი პაუზა გვქონდა რამდენიმე წლის წინაც, 6 თვით გავჩერდით, მსგავსი რამ ხდება, როცა ასეთ ძვირიან და მასშტაბურ პროექტზეა საუბარი.”
“ფორმულა კრეატივის” ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პროდუქტი, “ჩემი ცოლის დაქალები”, ტელეეკრანზე 2011 წლიდან გადის.
კომენტარები