ჟურნალისტი, ინგა გრიგოლია:
“ყველაზე მეტად უსამართლობას ვერ ვიტან და რომ არ დავწერო, შანსი არაა რა ! დღეს კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რა დაუნდობელი ხალხი ვართ! ეს რა კომენტარები ვნახე დაწერილი ,, ვანოს შოუზე,, ????ადამიანი , რომელიც ყველაზე ღირებულ და ფასაუდებელ პროექტს აკეთებდა ქართულ ტელესივრცეში, წლების განმავლობაში, რომელსაც ტოლი და სწორი არ ჰყავდა სატელევიზიო ბაზარზე, შექმნილი გარემოების გამო, გადმოვიდა სხვა არხზე და რა კომენტარები უწერეს…?? ფულის გამო რომ სდომოდა სამსახურის შეცვლა, ამ წლების მანძილზე, ისე წარმატებით მოახერხებდა, თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ და გადასარევადაც იცხოვრებდა თავადაც და მისი გუნდიც!! ან სად აქვს ტვ ,,პირველს,, ვინმეს გადმოსაბირებელი ფული??. რა კომენტარები ვიკითხე, რა უხერხულია ეს ყველაფერი ? ანუ ასე, ერთ წამში შეგიძლიათ მოკლათ და გაატყავოთ ადამიანი და გუნდი, რომელიც ამდენი წელი საუკეთესო და უბადლო შოუს აკეთებდა და არასოდეს უკან არ დაუხევია, არც ერთი კრიზისისას?! ?. რაც უფრო ასაკი მემატება, სამწუხაროდ ,უფრო და უფრო ხშირად ვფიქრობ ხოლმე, რომ ასე დაუნდობლად, საქართველოში რომ შეუძლიათ ადამიანის განადგურება, ისე არსად და უფრო და უფრო ხშირად გამიელვებს ხოლმე კითხვა, ღირს კი ამდენ ნერვიულობად ჩვენი საქმე? ???
კიდევ ერთხელ მინდა დიდი წარმატებები ვუსურვო ,,ვანოს შოუს,, ტვ ,,პირველზე,, . შოუს, რომლითაც მთელმა საქართველომ ვიცხოვრეთ ამდენი წელი✌️ ტრაგედია ის იქნებოდა, მისი პროექტი საერთოდ რომ არ გასულიყო ეთერში და სანამ ადამიანებს ჯოჯოხეთს მოუწყობთ, იქნებ კარგად დაფიქრდეთ ხოლმე, ვინ რას იმსახურებს ”
“მთავარი არხის’’ განცხადება არის სრული უნამუსობა და ბოროტება” – ჯავახიშვილის პასუხი არხს
კომენტარები