აშშ-ში მცხოვრები ჟურნალისტი, რუსუდან წერეთელი ირაკლი ღარიბაშვილზე:
გადასხვაფერება მინახავს და ასე სამარცხვინოდ ფირფიტის შეცვლა არა! პრემიერი ღარიბაშვილი ახლა ამერიკას აქებს და სამაგალითო პარტნიორ ქვეყნად მოიხსენიებს; ეტყობა, მაგრად აუწიეს ყური! მანამდე სად იყო, როცა ის ჯიგიტები – სუბარი, ყაველა, ხუნდაძე, თავისი დამქაშებით გვიმტკიცებდენ, რომ “ამერიკას ჩვენი ომში ჩათრევა უნდა” და ელჩ დეგნანს ლანძღავდნენ!!! იმ ბრალდებებს რას უშვრებიან, რაცას ელჩის წინააღმდეგ საჯაროდ აცხადებდნენ – დაწყებული ქვეყანაში რევოლუციის მოწყობითა და გადატრიალებით?! რა გამოდის? – გუშინ ჩრდილოელი მეზობლის საამებლად ამერიკის წინააღმდეგ ილაშქრებდით და ცრემლს ანთხევდით – გვჩაგრვს დასაველთიო და ახლა – პირიქით გაიძახით – “ჩვენი მეგობარი ამერიკაო”. “მოსკოვს ცრემლების არ სჯერა,” ამერიკულ ხასიათს კი საოცრად სძულს სიცრუე და ვაშინგტონი გულგრილია ასეთი მეტამორფოზებისადმი , მათ “long memory” აქვთ!!!! ამის შემდეგ, ვინ დაგელაპარაკებათ, თქვენ, სერიოზულად?!
კომენტარები