უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის თქმით, რუსეთის მიერ გაზით შანტაჟი სისულელეა, რადგან სექტემბერი ახლა დაიწყო და ევროპის გაზის საწყობები უკვე თითქმის სავსეა.
პოდოლიაკი სოციალურ ქსელში წერს: – “სექტემბერი ახლახან დაიწყო და ევროპის გაზის საწყობები თითქმის სავსეა. კიდევ ერთხელ გაირკვა, რომ რუსული საშინელებათა სიუჟეტები „ცივი ზამთრის“ შესახებ სისულელეა. ისევე როგორც ევროპის გაზით შანტაჟისა და სახლში წასვლის გეგმა. მაინც გეგმის მიხედვით მიდის, არა? როგორც ჩანს, გეგმა ასეთია: თავისუფალი უკრაინა და ენერგეტიკულად დამოუკიდებელი ევროკავშირი”.
კომენტარები