მრავალათასიანი სოციალური ჯგუფის ” ვეძებ” მიერ გამოძიებული კიდევ ერთი შულისშემძვრელი ისტორია ასეთია :
ამბავი ასეთია, ნინი მოხევიშვილი წლების წინ რუსთავის გზატკეცილზე გაიყიდა. აღმზრდელმა დედამ მას მხოლოდ 18 წლის შემდეგ გაუმხილა, რომ ნაშვილებია და ის რუსთავის სამშობიარო სახლიდან წამოიყვანა. მოხევიშვილის მტკიცებით, მაშინ აღნიშნული სამშობიარო სახლის დირექტორი ალექსანდრე ბარავკოვი იყო, რომელმაც ბიოლოგიურ დედას შვილი მოჰპარა და ათას დოლარად გაყიდა.
ალექსანდრე ბარავკოვმა უთხრა მას, რომ ჰყავს რუსქართველა ბავშვი, რომელიც ძალიან ლამაზია და 500 დოლარის სანაცვლოდ, როგორც ყველა ბავშვს ჰყიდიდნენ, ასე იაფად არ გამყიდდნენ მე და გამყიდდნენ 1000 დოლარად.
რუსთავის ერთ-ერთ ტრასაზე დაიბარეს ჩემი მშობლები და გადასცეს გზაზე ათასი დოლარი. მასთან ერთად იმყოფებოდა მისი კოლეგა, კოტე მანჯავიძე– განაცხადა ნინი მოხევიშვილმა.
შეგახსენებთ, ათობით გინეკოლოგსა და ბებიაქალს 12 წლით ციხე ემუქრება. 90-იან წლებში სამშობიაროებიდან გაყიდულ ბავშვებზე დღეს ოფიციალურად კრიმინალურმა პოლიციამ გამოძიება დაიწყო. საქმეები, რომელიც მედიკოსებს დიდი ხნის წინ ჩაფარცხული, არქივები კი ნაგავში გადაყრილი ეგონათ, თავიდან ამოტივიტივდა. გამოძიების საგანი ახლა მინიმუმ ხუთი ბავშვის გაყიდვის, ან უკანონოდ გაშვილების საქმეა.
ბავშვები, რომელიც წლების წინ გაყიდეს, ახლა უკვე სრულწლოვნები არიან. მშობლებმა მათ უთხრეს, რომ იშვილეს. ამიტომ ყველამ ერთად ბიოლოგიური მშობლების ძებნა დაიწყო. მოქალაქეებმა, ვისაც შვილები სამშობიაროში გარდაცვლილიები ეგონათ, ახლა აღმოაჩინეს, რომ ისინი ცოცხლები არიან, ზოგი კი თავადაც გახდა უკვე მშობელი.
(ფოტო ტვ. პირველი)
კომენტარები