ჟურნალისტი, ირაკლი ტაბლიაშვილი:
“კარგი ფეხბურთელია ხვიჩა კვარაცხელია და გუნდში, რომელშიც ოდესღაც თვით დიეგო არმანდო მარადონა თამაშობდა, საუკეთესო სტარტიც აქვს!
მე არ ვიცი და ვერც განვჭვრეტ, ეს კარგი ფეხბურთელი იქნება თუ არა ძალიან ქართველ ფეხბურთელებზე – შოთი არველაძეზე; თემურ ქეცბაიაზე და კახი კალაძეზე უკეთესი მომავალში, მაგრამ, ბევრი სახელოვანი, ვთქვათ ყაველაშვილი რომ უკვე დაჯაბნა, ფაქტია.
ფაქტია ისიც, რომ მმართველი პარტია ეცდება გამოიყენოს კვარაცხელია! წარმოაჩინოს ისე, თითქოს სპორტსმენი, რომელსაც ბურთის მეტი არაფერი აინტერესებს, მათი სახე ან მათი მხარდამჭერია! ეს მას – პარტიას, ჩანს, გამოუვა კიდეც – ხუმრობით თუ ნახევრადხუმრობით, სერიოზულად თუ უფრო სერიოზულად, “ოცნების” მოწინააღმდეგე ცნობილი პირები ცოტაზე და უფრო მეტადაც კბილს ჰკრავენ ფეხბურთელს! ბუნებრივად ბარგდება კარგი ფეხბურთელი “ოცნების” ბანაკში, ზუსტად ისე, როგორც არაერთი მოჭიდავე, მოჭადრაკე, მორაგბე თუ ფეხბურთელ-კალათბურთელი გადაბარგებულა.
კვარაცხელიას გაღმერთების კრიტიკოსებს უნდა გავუგოთ – სიტყვის თავისუფლებაცაა და დოგმაც არაა ყვარობდე არათუ ამ ფეხბურთელს, არამედ, ვთქვათ პელესაც კი, ეს უკანასკნელი ქართველი რომ იყოს და თან ყავაც არ იყოს… ცუდი!
მაგრამ, თუ პროდუქტიულობაზე ვსაუბრობთ და მხოლოდ ესაა ამოსავალი წერტილი – ცხადია, კვარაცხელიასათვის კბილის გაკვრა კონტრპროდუქტიულია – მოშე თუ შმოშე, სულ მინიმუმ კვარაცხელიებში, ისე დაატრიალებს ამ ამბავს, რომ არჩევნებში არც ერთი ხმა არ ექნება ოპოზიციას… ბევრი კვარაცხელიასაგან!
ჩემი პოსტი კი ამაზეც არაა… რაც გინდათ ის ქენით! გნებავთ რომ აკრიტიკოთ ახალგაზრდა ფეხბურთელი? აკრიტიკეთ! გნებავთ დადუმება – დადუმდით! გნებავთ ქება – აქეთ!
ოღონდ! რომ იცოდეთ მაინც – კვარაცხელია კი არა, გალილეო გალილეიც არაა გმირი!
და საერთოდ – ქვეყანა გაუქმება გამოუქმების საფრთხის წინაშე დგას და, რა დროს ან კვარაცხელიაა და ან მისი მომხრეები თუ ოპონენტები.
რაში ჰკარგავთ დროს?”
კომენტარები