დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრის ვინაობა დღეს, 5 სექტემბერს, საქართველოს დროით 15.30-ზე გახდება ცნობილი. არჩევანი საგარეო საქმეთა მინისტრს, ლიზ თრასსა და ფინანსთა ყოფილ მინისტრს, რიშ სუნაკს შორის გაკეთდება.
14 აგვისტოს ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, პარტიის ახალი თავმჯდომარე და ქვეყნის პრემიერმინისტრი, სავარაუდოდ, საგარეო საქმეთა მინისტრი, ლიზ თრასი გახდება. თრასი 22%-ით უსწრებს მის კონკურენტს, ფინანსთა ყოფილ მინისტრ რიში სუნაკს. შიდაპარტიული გამოკითხვა Opinium Research-მა ჩაატარა.
პარტიის 450 წევრიდან, რომლებსაც უკვე გადაწყვეტილი ჰქონდათ, თუ ვის მისცემდნენ ხმას, ლიზ თრასს მხარს 61% უჭერს, ხოლო რიში სუნაკს – 39%.
კონსერვატიული პარტიის ლიდერისა და ქვეყნის პრემიერმინისტრის შიდაპარტიული კენჭისყრა 8-დან 12 აგვისტომდე მიმდინარეობდა.
გამოკითხვამ აჩვენა, რომ ლიზ თრასის მხარდაჭერის სამი მთავარი მიზეზი სუნაკის მიმართ ცუდი განწყობა, მისი სანდოობა და ყოფილი პრემიერმინისტრის, ბორის ჯონსონის მიმართ ერთგულება იყო. სუნაკი ერთ-ერთი იყო იმ მინისტრთაგან, რომელთა გადადგომის შედეგადაც ბორის ჯონსონმა თანამდებობა დატოვა.
კომენტარები