ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ ნიკა მელიამ საზოგადოებას პარტიის სამოქმედო გეგმა გააცნო და ასევე აღნიშნა:
“უმძიმესი პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად, საქართველოში უნდა ჩაინიშნოს ვადამდელი არჩევნები. ჩვენი, ნაციონალური მოძრაობის ყველა ნაბიჯი, მოქმედება და აქტივობა მიმართული იქნება ამ მიზნის მისაღწევად, ამ ისტორიული ამოცანის შესასრულებლად. ჩვენი სტრატეგიული გეგმაა – პირველი: მრავალფეროვანი პოლიტიკური აქტივობები და სხვადასხვა სახისა და ფორმის საპროტესტო ღონისძიებები ვადამდელი არჩევნების მისაღწევად. მეორე: უწყვეტი ურთიერთობა ჩვენს მოქალაქეებთან. ევროპული არჩევანის დაცვისა და ვადამდელი არჩევნების აუცილებლობაზე მათ ვესაუბრებით ყველგან, ქალაქებსა და სოფლებში, ქუჩებსა და სკვერებში. მოქალაქეებს წარვუდგენთ ხედვებს, რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას უახლოეს თვეებში ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად. როგორ ქვეყანას ავაშენებთ ცვლილებების შემდეგ. მდიდარი სახელმწიფო წარმატებული ადამიანებით, სადაც გამროიცხული იქნება, ძალაუფლება ერთი ჯგუფის ხელში აღმოჩნდეს. გამარჯვების რწმენა თავდადებითა და შემართებით უნდა გავაჩინოთ. მესამე: უცხოელ პარტნიორებთან ინტენსიური კომუნიკაცია. აშკარაა, რომ ჩვენი მეგობრები საბოლოოდ ჩამოყალიბდნენ, რომ რუსული ოცნების პირობებში საქართველომ დასავლურ გზას გადაუხვია და რუსული ორიენტირი აირჩია. ვაღიაროთ, რომ მათი მხრიდან ასეთი განწყობა არც 2020 წელს და არც 2021-ში არ ყოფილა”. – განაცხადა ნიკა მელიამ.
კომენტარები