მადონამ მილიონი დოლარი გადარიცხა ფონდში, რომელიც მეცნიერებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნაში ეხმარება. ამის შესახებ Variety წერს.
გამოცემის ინფორმაციით, მომღერალმა თანხმა Microsoft-ის დამფუძნებლის, ბილ გეიტსის და მისი ცოლის, მელინდას ფონდში ჩარიცხა.
„ვუერთდები ბილ და მელინდა გეიტსების ფონდის მცდელობას შექმნან პრეპარატი, რომელიც COVID 19-ის გავრცელებას შეაჩერებს ან მისი მკურნალობისთვის გამოიყენება. ეს მედმუშაკების, ყველაზე მოწყვლადების და ჩვენი მეგობრების და ოჯახების დასაცავად არის საჭირო“, – წერს მადონა თავის ვებგვერდზე.
კომენტარები