პოლიტიკოსი კახა მიქაია სოციალურ ქსელში წერს :
“მინდა, გამოვეხმაურო იმ უხერხულ აჟიოტაჟს, რაც ხვიჩა კვარაცხელიას ირგვლივ განვითარდა.
ჟურნალისტის კითხვაზე თუ როგორ აფასებს იგი რუსეთის აგრესიას უკრაინაში, ხვიჩა კვარაცხელიას შეეძლო
მარტივად და ყოველგვარი პოლიტიკური დატვირთვის გარეშე ეპასუხა…
დღეს ხვიჩას მთელი საქართველო ვგულშემატკივრობთ და ეს ძალიან კარგია.
კარგია ისიც, რომ ხვიჩა, მართლაც უკვე ყველაზე გამორჩეული და არ ვუტრირებ, განსაკუთრებული უნარებით დაჯილდოებული ფეხბურთელია, იმ ქართველ ფეხბურთელთა შორის, ვისაც დღემდე ევროპულ კლუბებში უთამაშია!
ერთი სიტყვით, სახეზეა მსოფლიო დონის ქართველი ფეხბურთელი, რომელიც ექსტრათანამედროვე ფეხბურთს თამაშობს!!!
ამიტომ ნუ დავთრგუნავთ მას, ნუ გავაღიზიანებთ და ნუ შევუშლით ხელს, რომ მომავალში კიდევ უფრო მაგარი ფეხბურთი ითამაშოს და ყველა ერთად გაგვახაროს…
საკმარისია ამ თემაზე საუბარი!!!
წარმატებები ხვიჩა კვარაცხელიას!!!”
კომენტარები