დღეს პარლამენტის საშემოდგომო სესია გაიხსნება. სესიის ფარგლებში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ის საკანონმდებლო ინიციატივებია, რომლის განხორციელება ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესასრულებლადაა საჭირო.
ამავე პერიოდში პარლამენტს რამდენიმე საკადრო გადაწყვეტილების მიღებაც მოუწევს, მათ შორის ცესკოს თავმჯდომარისა და პროფესიული წევრების და ასევე ახალი სახალხო დამცველის არჩევა.
საპარლამენტო ოპოზიციაში ამბობენ რომ სესია საუკეთესო პლატფორმაა იმისთვის, რომ ხელისუფლება აიძულონ შეასრულოს ევროკავშირის 12 -ვე რეკომენდაცია.
კომენტარები