იმ ფონზე, რომ კორონავირუსით ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობა მთელი მსოფლიოს მასშტაბით მასობრივად იზრდება, ერთ-ერთი ქვეყანაში ამ დრომდე არ ფიქსირდება ფატალური შემთხვევებ- ეს საქართველოა. ამის შესახებ აქვეყნებს სტატიას ამერიკული მედიამაგნატი FOXNEWS-ი.
დაავადების ეპიცენტრულ ქვეყნებთან დაავადების აკრძალვა მოხდა იანვარში, რაც გახდა უმნიშვნელოვანესი განმაპირობებელი ფაქტორი დაავადების გავრცელების დაბალი რიცხვისა- აღნიშნულია ამერიკულ გამოცემაში.
„ჩვენ განვახორციელეთ ძლიერი, გადამწყვეტი ნაბიჯები ყოველგვარი ყოყმანის გარეშე. ჩვენ არა მარტო დავიწყეთ ტემპერატურის სკრინინგი ყოველი ჩამოსული მგზავრისთვის უცხოეთიდან, არამედ ავკრძალეთ ფრენები ყველა იმ სახელმწიფოსთან, სადაც დაავადების გავრცელების დიდი რაოდენობა ფიქსირდებოდა, რომელიც საბოლოოდ თვითმფრინავებით მგზავრთა გადაადგილების სრული აკრძალვით დასრულდა. მარტის თვეში ჩვენ დროულად მოვახდინეთ სკოლების დახურვა და აგრეთვე შევზღუდეთ საზოგადოებრივი თავშეყრა „ – განუცხადა FOX NEWS-ს გახარიამ.
სტატიაში აღნიშნულია, რომ პარასკევს საქართველოს ჯანდაცვის უწყებამ განაცხადა, რომ კორონავირუსის 148-ე შემთხვევა დაფიქსირდა, რომელთაგან 27 მათგანი გამოჯანმრთელდა. გასაოცრად, მათთან გარდაცვალების შემთხვევა ჯერ არ დაფიქსირებულა- „ქვეყანაში კოვიდ 19-ით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა – დაავადება აღმოჩნდა ირანიდან აზერბაიჯანის გავლით დაბრუნებულ საქართველოს მოქალაქეს“ .
“ჩვენ მიგვაჩნია, რომ სიტუაცია სტაბილიზირებულია. არ შეგვიძლია გადაჭარბებულად მოქმედება ან არაგონივრული ნაბიჯების გადადგმა. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას ჩვენს ექსპერტებთან საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ლუგარის ლაბორატორიაში და ჯანდაცვის სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რათა განვსაზღვროთ, თუ როდის უნდა მოხდეს საქართველოში შეზღუდვების მოხსნა”- განაცხადა გახარიამ.
სტატიაში ხაზგასმულია, რომ ქვეყანა, სადაც მოსახლეობა 3.7 მილიონს შეადგენს, წარმოადგენს დამაკავშირებელ ღერძს აღმოსავლეთ ევროპასა და დასავლეთ აზიას შორის, რომელსაც დასავლეთით ესაზღვრება შავი ზღვა, სამხრეთით თურქეთი და სომხეთი, სამხრეთ-აღმოსავლეთით აზერბაიჯანი, ჩრდილოეთით კი რუსეთი. „ ზემოხსენებულ ქვეყნებში 23 500 შემთხვევა და გარდაცვალების 372 ფაქტია, საქართველოში კი არც ერთი“.
კომენტარები