გავრცელებული ინფორმაციით, ლატვიის პრეზიდენტმა, ეგილს ლევიტსმა პარლამენტს წარუდგინა კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც ლატვიის მართლმადიდებლური ეკლესია რუსეთის ეკლესიას უნდა გამოეყოს და და დამოუკიდებელი ეკლესიის სტატუსი უნდა მიენიჭოს.
“ლატვიის სახელმწიფო აღიარებს, რომ ლატვიის მართლმადიდებლური ეკლესია არის სრულად დამოუკიდებელი ეკლესია, ის არ არის დამოკიდებული არცერთ სხვა საეკლესიო ძალაზე ლატვიის საზღვრებს მიღმა. ძალაში შესვლით ეს კანონი მოსკოვის პატრიარქს ნებისმიერ გავლენასა და ძალაუფლებას წაართმევს ლატვიის მართლმადიდებლურ ეკლესიაზე”. – თქვა ლატვიის პრეზიდენტმა, ეგილს ლევიტსმა.
ლევიტსმა აღნიშნა, რომ მან ეს საკითხი უკვე განიხილა პარლამენტის სპიკერთან, ასევე, ყველა საპარლამენტო ჯგუფის თავჯდომარესთან და მათგან მხარდაჭერა მიიღო. მისი თქმით, ლატვიის მართლმადიდებლური ეკლესია ასევე ინფორმირებულია საკითხის შესახებ.
“კანონპროექტი განხილულ იქნა ყველა კომპეტენტურ სახელმწიფო ინსტიტუტთან, შესწავლილ იქნა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოზე და ინფორმაცია მიეწოდა ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტს, ისევე, როგორც ადამიანთა უფლებებისა და სოციალური საკითხების კომიტეტებს”. – თქვა ლევიტსმა.
კომენტარები