ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, უკრაინის მიერ სანქცირებისთვის იდენტიფიცირებულთა სიაში ივანიშვილის და მისი გარემოცვის დასახელებას ეხმაურება და ამბობს:
“ამ ყველაფრის მიზანი ნათელია, მიზანი არის ერთადერთი – არახამია პოდოლიაკისა და დანილოვის პირით გვეუბნება, რომ უნდა გავხსნათ მეორე ფრონტი და მეორე მხრივ აშანტაჟებს ბიძინა ივანიშვილს, რომ ის რაღაცნაირად ჩვენ გვთხოვს ომის დაწყებას.
არის თუ არა იმის საფრთხე, რომ ბიძინა ივანიშვილი დაბრუნდეს პოლიტიკაში, რომ ჩვენ გვთხოვოს ომის დაწყება? – ამას გამოვრიცხავ, რადგან ამ კაცს არც ერთი ნაბიჯი არ გადაუდგამს ქვეყნის წინააღმდეგ და არც ამ შემთხვევაში გადადგამს, ამაში ვარ დარწმუნებული, განსხვავებით არხამიასგან, რომელიც არის უსამშობლო კაცი. ბიძინა ივანიშვილმა ძალიან კარგად იცის სამშობლოს ფასი, აქედან გამომდინარე, ვერავითარი შანტაჟი და მუქარა, მას ვერ აიძულებს რომ გადადგას ნაბიჯი მეორე ფრონტის მიმართულებით, რაც არის მათი მიზანი.
რაც შეეხება ფორმალურ სანქციებს, როცა ადამიანის დაშანტაჟება გინდა ფორმალური სანქცია არ არის ეფექტური საშუალება, ადამიანს თუ დასჯი მას ვეღარ აშანტაჟებ, იმიტომ რომ საშუალება უკვე სახეზეა, არაფორმალური სანქციაა ამ კუთხით უფრო ეფექტურია, რაც შვეიცარიაში ხდება. სანქციებზე წასვლა მათი მხრიდან იქნება სასოწარკვეთილი ნაბიჯი, მაგრამ ლოგიკურად ეს ასე არ უნდა მოხდეს”
უკრაინამ ივანიშვილი და 11 ქართველი სანქცირებისთვის იდენტიფიცირებულ პირთა სიაში შეიყვანა
კომენტარები