ანალიტიკოსი ზურაბ ბატიაშვილი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრად ლიზ ტრასის დანიშვნას, “ინტერპრესნიუსთან” აფასებს და ამბობს:
„ეს არის თავად ლიზ ტრასისთვის კარგი შანსი, რათა მან დაამტკიცოს, რომ თავადაც შეუძლია ულიდეროს, ქვეყანას წარუძღვეს და ის ძველი დიდება, რომელიც ბრიტანეთს ჰქონდა დაუბრუნოს. მას ხშირად ადარებენ „რკინის ლედის“ – მარგარეტ ტეტჩერს და სწორედ ახლა აქვს შანსი თავის ლიდერობა გამოამჟღავნოს, რომ მთელს მსოფლიოს აჩვენოს თუ რას წარმოადგენს რეალურად ბრიტანული მხარდაჭერა. ეს ძალიან კარგი შედეგი და შანსია დასავლური სამყაროსთვის, ასევე უკრაინისთვის და ყველასთვის, ვისთვისაც ძვირფასია თავისუფლება“
კომენტარები