ენმ-ს წევრს, ლევან ვარშალომიძეს პარლამენტმა უფლებამოსილება შეუწყვიტა. მიზეზი სხდომების გაცდენაა. ლევან ვარშალომიძე არ დასწრებია 2022 წლის საგაზაფხულო სესიის არც ერთ სხდომას.
პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, დეპუტატს უფლებამოსილება უწყდება იმ შემთხვევაში, თუ ის არ ესწრება მორიგე სხდომებიდან ნახევარზე მეტს არასაპატიო მიზეზით.
კომენტარები