სპეცოპერაცია გორში – სამართალდამცველებმა ნარკორეალიზაციის ბრალდებით ორი პირი დააკავეს. სპეცოპერაცია ერთდროულად რამდენიმე ადგილზე მიმდინარეობდა. კომბინატის დასახლებაში დაკავებულია შუახნის კაცი, ის ბრალს არ აღიარებს.
რაც შეეხება მეორე დაკავებულს, ის წმინდა წყლის ტერიტორიაზე დააკვეს, სამართალდამცველებმა ის უკვე გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში.
შსს-ს წარმომადგენელი მედიასთან საუბრისას აცხადებს, რომ სპეცოპერაცია მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარდა. მისი თქმით, საქმეში დევს ფარული აუდიო-ვიდეო ჩანაწერები, რომელსაც შსს მოგვიანებით გაასაჯაროებს.
“შიდაქართლის პოლიციის დეპარტამენტის და გორის რაიონული სამმართვეკლლოს მიერ, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული იქნა მასშტაბური სპეცოპერაცია, რა დროსაც დაკავებული იქნა რამდენიმე რეალიზატორი. ამ ეტაპზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, დამატებით ინფორმაცას განცხადებას და ფარულ ჩანაწერბს პრესსამსახური გაავრცელებს”, – თქვა შსს-ს წარმომადგენელმა.
კომენტარები