ადვოკატი, მამუკა ნოზაძე:
“საქართველოში არ არის სამართლიანი სასამართლო უზრუნველყოფილი. რამოდენიმე მოსამართლის სამართლიანი გადაწყვეტილებები მიზერულია და ქვეყანაში ვერ ცვლის იმ უკუნეთ სიბნელეს, რაც სასამართლოშია ღრმად დამკვიდრებული. სამართლიანობა მხოლოდ “”ამა ქვეყნის ძლიერთთვის” არის უზრუნველყოფილი. როდესაც მოსამართლე გქვია და ბედუკმართობის და არა დამსახურების გამო მოსამართლედ ხარ გამწესებული,ნება იბოძე და შედარებით სამართლიანი მაინც იყავი და თეთრზე ნუ ამბობ, რომ შავია, მაშინ, როცა ჩვენ ადვოკატები ფერებს უკეთ ვარჩევთ. უსამართლობის ჩამდენ მოსამართლებს ბუმერანგივით დაუბრუნდებათ ის უკანონობა, რასაც ჩადიან. მიდმივი არაფერია და ცოდვა დაუსჯელი არ რჩება.”
კომენტარები