ვრცელდება წყალტუბოში მომხდარ ტრაგედიაზე ახალი დეტალები, რომელიც არსებითად ცვლის გავრცელებულ ვერსიას, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, წყალტუბოში 1988 წელს დაბადებული ქალი სხეულის დამწვრობის გამო გარდაიცვალა.
დღეს, 7 სექტემბერს მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქალი ქმარმა მოკლა – უწყებაში განმარტავენ, რომ ამ დრომდე ოჯახიდან ძალადობასთან დაკავშირებით შეტყობინება არ მიუღიათ. გამოძიება გრძელდება.
“წყალტუბოს მუნიციპალიტეტში 6 სექტემბერს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, რა დროსაც ოჯახის ორი წევრი ბენზინის აალების შედეგად დაშავდა, 7 სექტემბერს კი კლინიკაში 1988 წელს დაბადებული დაშავებული ქალი გარდაიცვალა, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 116-ე და 11 პრიმა 188-ე მუხლებით მიმდინარეობს.
ოჯახიდან წარსულში ძალადობასთან დაკავშირებით შეტყობინება პოლიციაში არ შემოსულა.
მომხდართან დაკავშირებით გამოკითხული არიან ფაქტის შემსწრე ოჯახის წევრები, გრძელდება საპროცესო და საგამოძიებო ღონისძიებები, ჩანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები”. – ვკითხულობთ შსს-ს ოფიციალურ განცხადებაში.
მომხდარზე ახალ დეტალებს მოგვიანებით კვლავ შემოგთავაზებთ.
კომენტარები