„გორგიას“ ფილიალი მარნეულში 2019 წლიდან ფუნქციონირებს. ამ დროის განმავლობაში, ჩვენ ვცდილობდით, მომხმარებლებისთვის შეგვექმნა სასიამოვნო გარემო და რაც მთავარია, შეგვეთავაზებინა მაღალი ხარისხის პროდუქცია საუკეთესო ფასად.
ჰიპერმარკეტის ქსელი სასიამონო სიახლეს გიმზადებთ:
9 სექტემბერს, 14:00 საათზე, მარნეულში “გორგიას“ განახლებული ფილიალი იხსნება. გაფართოებული ჰიპერმარკეტი წარმოდგენილი იქნება განახლებული ვიზუალით, ახალი სექციებითა და პროდუქციის მრავალფეროვანი ასორტიმენტით. გახსნის დღესთან დაკავშირებით, დაგეგმილია სხვადასხვა აქტივობა: პირველი 50 მომხმარებელი მიიღებს საჩუქარს, მათ შორის ელექტროღუმელს, ჩაიდანს, ჩოფერს და „გორგიას“ სხვადასხვა პროდუქციას. ამასთან ერთად, აღსანიშნავია ისიც რომ 9,10 და 11 სექტემბერს მხოლოდ მარნეულის ფილიალში მომხმარებლებს დახვდებათ 70%-მდე ფასდაკლებები.
მოხარულები ვართ, რომ 24 წლის განმავლობაში შევძელით 10 ფილიალის გახსნა, ახლა კი ვაფართოვებთ მარნეულის ფილიალს, რაც გულისხმობს იმას, რომ ჩვენს მომხმარებლებს შევთავაზებთ უფრო მეტად მრავალფეროვან პროდუქციას, ფართო არჩევანს და ვიზრუნებთ მათ კომფორტზე. მნიშვნელოვანია ისიც, რომ მარნეულის ფილიალის გაფართოებით, ჩვენ შევქმნით სამუშაო ადგილებს და წვლილს შევიტანთ ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებაში.
„გორგია“ ამიერკავკასიაში ყველაზე დიდ ჰიპერმარკეტების ქსელს წარმოადგენს და უკვე 24 წელია, ლიდერია სამშენებლო-სარემონტო სფეროში. ქსელის წარმატების ერთ-ერთი მიზეზი მომხმარებლისთვის მაღალი ხარისხის პროდუქტისა და ფართო არჩევანის შეთავაზებაა. შეგახსენებთ, რომ „გორგია“ მომხმარებელს 60 000-ზე მეტი დასახელების სამშენებლო-სარემონტო, საყოფაცხოვრებო და სხვა მრავალ პროდუქტს სთავაზობს საქართველოში ყველაზე დაბალ ფასად. ამჟამად „გორგიას“ ჰიპერმარკეტი საქართველოს 7 ქალაქში, 10 ფილიალით არის წარმოდგენილი.
გელოდებით ყველას 9 სექტემბერს, 14:00 საათზე, მარნეულის განახლებული ფილიალის გახსნაზე, სადაც საშუალება გექნებათ, მიიღოთ საჩუქრები და ისარგებლოთ სპეციალური ფასდაკლებებით.
კომენტარები