“ენმ”–ის წევრი, რომან გოცირიძე:
პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის, მილიონებჭამია სახელმწიფო ორგანიზაციის წლიური ანგარიში განიხილა.
არ არსებობს საქართველოს ბიუჯეტში რაიმე ისეთი პრიორიტეტული სფერო, რომლის დაფინანსება მიბმული იყოს მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობაზე, გარდა საზოგადოებრივი მაუწყებლისა. იგი ყოვლწლიურად უნდა იყოს არანაკლებ მშპ-ს 0.14 პროცენტისა. ეს აბსურდია.
მიმდინარე წელს საზოგადოებრივი მაუწყებელი (ამაში აჭარის ტელევიზიაც შედის) ბიუჯეტიდან დაფინანსდება 82 მილიონი ლარით, ანუ 12 მილიონი ლარით უფრო მეტად, ვიდრე გასულ წელს. მომავალ წელსაც გაიზრდება დაახლოებით 10 მილიონი ლარით და ასე გაგრძელდება ყოველთვის, სანამ კანონში არსებული დროებითი ნორმა არ შეიცვლება.
საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსება სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2013-2022 წლებში არის 536.2 მილიონ ლარი. ამით ერთი ქალაქი აშენდებოდა.
დაფინანსების ასეთი წესი, როგორც დროებითი, კანონში მოქმედებს უკვე მრავალი წელიწადია. მას უნდა უზრუნველყო სახელმწიფო ტელევიზიის დამოუკიდებლობა. სინამდვილეში ხდება მილიონების განიავება, ხოლო ტელევიზია ისევე არის მმართველი პარტიის სამსახურში, როგორც იყო ყოველთვის. დაფინანსების ეს აბსურდული წესი სასწრაფოდ უნდა შეიცვალოს.
სწორედ ამაზეა ნათქვამი: “არაფერია იმაზე მუდმივი, ვიდრე დროებითი”.
კომენტარები