“ენმ”–ის წევრი, ზვიად კუპრავა:
“2 დღის წინ, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს გვერდზე დაიდო დასასანქცირებელ პირთა სია, სადაც მთავარი პერსონა არის ბიძინა ივანიშვილი, მის გარემოცვასთან ერთად.
გუშინ, უკრაინის პოლიტიკური ტრიბუნიდან არახამიამ სანქციები არა მხოლოდ ივანიშვილს, არამედ მის პოლიტიკურ თოჯინებსაც დაუანონსა.
საპასუხოდ, გამოვიდა ირაკლი კობახიძე და არახამია არისო შპანა.
დღეს, აშშ სახელმწიფო მდივანი ბლინკენი ჩავიდა უკრაინაში და ამ წუთებში ხვდება არახამიას და უკრაინის სხვა უმაღლესი თანამდებობის პირებს.
აბა, ირაკლი, თუ გამოიცნობ უკრაინელი ,,შპანების” ბლინკენთან მოლაპარაკების საკითხებს?
ეს რას მოესწარი…
მთავარი საკითხი ხარ”
კომენტარები