აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი უკრაინისთვის, საქართველოსთვის და კიდევ 17 ქვეყნისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შესახებ განცხადებას ავრცელებს.
განცხადება სწორედ მაშინ გავრცელდა, როცა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი დაუგეგმავი ვიზიტით კიევში ჩავიდა.
აშშ უკრაინისა და მისი 18 მეზობლის, მათ შორის ნატო-ს მოკავშირეებისა და რუსული აგრესიის პოტენციური საფრთხის წინაშე მყოფი აშშ-ის რეგიონული პარტნიორების უსაფრთხოების გასაძლიერებლად 2,2 მლრდ დოლარის გამოყოფას გეგმავს.
“ათასობით მოქალაქე მოკლული ან დაჭრილია,13 მილიონი უკრაინელი იძულებული გახდა, სახლი მიეტოვებინა, ისტორიული ქალაქები ნანგრევებად იქცა, ვრცელდება საშინელი ცნობები სისასტიკეებზე, ბირთვული ელექტროსადგური რისკის ქვეშა…
უკრაინის დამცველები განაგრძობენ მამაცურად ბრძოლას თავიანთი ქვეყნის თავისუფლებისთვის და პრეზიდენტმა ბაიდენმა მკაფიოდ განაცხადა, რომ ჩვენ მხარს დავუჭერთ უკრაინელ ხალხს, რამდენ ხანსაც საჭირო იქნება. მე დავუდასტურე ეს გზავნილი პრეზიდენტ ზელენსკის და მის გუნდს დღეს კიევში, რომელიც რჩება და დარჩება სუვერენული, დამოუკიდებელი უკრაინის დედაქალაქად” – წერია განცხადებაში.
კომენტარები