.
ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინელი სამხედროების მიერ ბალაკლეაში ჩაწერილ ვიდეო მიმართვას აქვეყნებს რომელშიც ჩანს, თუ როგორ აღმართეს უკრაინელმა სამხედროებმა ხარკოვის ოლქის ქალაქი ბალაკლეაში ქვეყნის სახელმწიფო დროშა.
“ბატონო პრეზიდენტო, ქალაქი ბალაკლეა ხარკოვის ოლქში ჩვენს კონტროლს დაექვემდებარა. ბრძანება შესრულებულია. რუსეთის საოკუპაციო ძალები გავიდნენ”, – აცხადებს უკრაინელი სამხედრო მიმართვაში.
ქალაქი ბალაკლეა რუს აგრესორებს 6 თვე ჰქონდათ ოკუპირებული. პრეზიდენტის თქმით, უკრაინელებმა ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ათასი კვადრატული კილომეტრის ტერიტორია გაათავისუფლეს.
ბოლო 24 საათში კი, უკრაინელმა სამხედროებმა საბორნე გადასასვლელსა და რუსების იარაღის კონცენტრაციის რამდენიმე ტერიტორიაზე მიიტანეს იერიში.
კომენტარები