დედოფლის, ელისაბედ მეორის დაკრძალვამდე დიდ ბრიტანეთში 12 დღიანი გლოვა გამოცხადდა – გლოვის პირველ დღეს, ჰაიდ პარკსა და თაუერ ჰილზე 96-ჯერ გაისვრიან. წინასწარი ინფორმაციით, დედოფალს ბალმორალიდან ბუკინგემის, შემდეგ კი ვესტმინსტერის სასახლეში გადაასვენებენ. დაკრძალვა სავარაუდოდ, ვესტმინსტერის სააბატოში დაახლოებით 10 ან 11 დღეში გაიმართება.
ზარების ხმა ისმის ვესტმინსტერის სააბატოში, წმინდა პავლეს საკათედრო ტაძარში და უინძორის სასახლეში. პარლამენტში, დროშები დედოფალ ელისაბედ II-ს დაკრძალვის მომდევნო დღემდე დაეშვება.
პროტოკოლის თანახმად, მეფე ჩარლზი თავის პირველ აუდიენციას პრემიერ-მინისტრთან გამართავს. ის ასევე შეხვდება ერლ მარშალს, რათა ოფიციალურად მოაწეროს ხელი დაკრძალვის სრულ გეგმას.
შაბათს სენტ ჯეიმსის სასახლეში მოხდება ახალი მეფის გამოცხადება, ბრძანებას წმინდა ჯეიმსის სასახლის აივნიდან საჯაროდ წაიკითხავენ. ამის შემდეგ ახალ მეფეს ექნება აუდიენცია პრემიერ-მინისტრთან და მინისტრთა კაბინეტთან, ოპოზიციის ლიდერთან, კენტერბერის მთავარეპისკოპოსთან და ვესტმინსტერის ხელმძღვანელთან.
კომენტარები