ადვოკატი, ირაკლი ჩომახაშვილი ავრცელებს ინფორმაციას იმაზე, რომ რუსთავის სასამართლოში ნაფიცმა მსაჯულებმა გაამართლეს ტაქსის მძღოლი, რომელმაც რუსეთის მოქალაქეებს უკრაინული სიმღერები ჩაურთო, შეკამათების შემდეგ კი გომბორის უღელტეხილზე დატოვა.
„რუსთავის საქალაქო სასამართლოში, ნაფიცმა მსაჯულებმა 12-0, ის წინააღმდეგ, ამირან ბოკუჩავა უდანაშაულოდ ცნო ორი პირის ეროვნული ნიშნით თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებაში, დანაშაული გათვალისწინებული სსკ 143-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რომელიც სასჯელის სახით 7-10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ნაფიცმა მსაჯულებმა დაადგინეს, რომ რუსებისთვის უკრაინული სიმღერის ჩართვა და საკუთარი ეროვნული ინტერესების დაცვა არ არის დანაშაული! მინდა მადლობა გადავუხადო ხალხს! ჩვენ დღეს, ხალხის სახელით დავამარცხეთ რუსული იმპერიალიზმი” – წერს ირაკლი ჩომახაშვილი.
კომენტარები