რუსმა ოკუპანტებმა, დონეცკის ოლქში 9 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს, – ამის შესახებ ინფორმაციას დონეცკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, პავლო კირილენკო ავრცელებს.
კირილენკო სოციალურ ქსელში წერს, რომ დაშავებულია 23 ადამიანი
“რუსეთი კლავს მშვიდობიან მოქალაქეებს! 8 სექტემბერს, რუსებმა დონეცკის ოლქის ცხრა მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს: ხუთი ბახმუტში, ორი ზაიცევოში, ერთი ნიუ-იორკში და ერთი ფედორივკაში. დაშავდა კიდევ 23 ადამიანი”,
ამჟამად შეუძლებელია იმის დადგენა, თუ რამდენი ადამიანი დაიღუპა მარიუპოლსა და ვოლნოვახაში – წერს კირილენკო.
კომენტარები