ლევან ბერძენიშვილი “პოსტივის” მიერ გავრცელებულ ვიდეოს ეხმიანება, რომელშიც იგი ფეხბურთელ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ლაპარაკობს. ბერძენიშვილის მტკიცებით, აღნიშნული ვიდეო-მასალა დამონტაჟებულია.
“მე, ხვიჩა კვარაცხელიას თავგადაკლულ ფანს, გარეწარი შალვა რამიშვილი და მისი ე.წ. “ტელევიზია“ დამონტაჟებული მასალით ამ საყვარელი კაცის მტრობას მწამებს. ქოცებო, შალვებო და სხვა ნაძირლებო, გაანებეთ ამ უნიჭიერეს ფეხბურთელს თავი, თქვენ უკვე ხვიჩას დასაკუთრება კი არა, მამა ღმერთიც ვერ გიშველით.” – წერს ბერძენიშვილი.
ცნობისთვის, “პოსტივის” “ფეისბუქის” გვერდზე გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ლევან ბერძენიშვილი ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ლაპარაკობს. აღნიშნული მასალიდან იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს იგი ფეხბურთელს აკრიტიკებს.
კომენტარები