უფლებდამცველი სოფიო ხორგუანი ფეისბუქზე წერს :
“10 წელია, უპარტიო ვარ, ენჯეოში არც ოდესმე ვყოფილვარ, ფინანსურ ჯგუფს არ წამოვადგენ, ახალ საქმეებსაც კი არ ვიღებდი 2019 წლიდან, ვინმეს რომ არ ეთქვა, პრემიერთან მეგობრობით სარგებლობსო. დანაზოგითა და ახლობლებით ვცხოვრობ. რაც გამაჩნია, შრომითა და თავით, მემკვიდრეობა აფხაზეთში დამრჩა. ერთი დევნილი მოქალაქე ვარ და ეს ხელისუფლებაში ათი წელი მყოფი ძალა იმისთვის რომ იცლის, სიუჟეტები მომიძღვნას, ჭორები გამივრცელოს და ტროლ-ბოტები მომიქსიოს, რა ჰქვია ამ რეჟიმს?!
p.s. სააკაშვილის ავტოკრატიული რეჟიმის დროს დე ფაქტო და დე იურე ოპოზიციური პარტიის მმართველი საბჭოს წევრი ვიყავი და მიყურადებდნენ და მითვალთვალებდნენ, როგორც ავტოკრატიას ეკუთვნის.
p.p.s. იმ უცხოური სიტყვების სწორად წერა მაინც ასწავლეთ, რითაც მლანძღავენ…”
კომენტარები