„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა კობა ნაყოფიამ კლინიკა „ვივამედში” საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოინახულა.
მისი თქმით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არათუ საყურადღებო, არამედ საგანგაშოა.
“დაპატიმრების დღიდან დღემდე მნიშვნელოვნად დაკარგული აქვს წონა, დაახლოებით 30 კილოგრამი. აშკარად ცუდად არის და ჯანმრთელობა არათუ საყურადღებო, არამედ საგანგაშოა. ის საჭიროებს გადაყვანას სპეციალიზებულ კლინიკაში, სადაც აღმოუჩენენ შესაბამის დახმარებას. მინდა მოვუწოდო ,,ოცნების” ხელისფლებას და ბიძინა ივანიშვილს, რომ სრული პასუხისმგებლობა მათ ეკისრებათ, უნდა დაჩქარდეს პროცესი მისი საზღვარგარეთ გადაყვანის. იმედი გვაქვს, რომ ექსპერტების ჯგუფის დასკვნის საფუძველზე მოხდება მისი გადაყვანა უცხოეთში.
სააკაშვილი არ არის იმ მდგომარეობაში, რომ ისაუბროს საქართველოს პოლიტიკაზე. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის საგანგაშო, აღნიშნავს უკრაინის წარმატებას, რის ირგვლივაც იყო საუბარი.”
კომენტარები