ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსს პასუხობს, რომელმაც თქვა, რომ „კობახიძემ ვიოლა ფონ კრამონს ბოდიში დაუყოვნებლივ უნდა მოუხადოს“
„კუბილიუსი არის ჩართული იმ კამპანიაში, რომლის მიზანიც არის საქართველოს ქცევა მეორე ფრონტად. პირადად კუბილიუსი არის ჩართული. რა ამოძრავებს არ ვიცი, რა არის მისი მოტივაცია, არ ვიცი, მაგრამ ამ კამპანიის ნაწილი, ნებსით თუ უნებლიეთ, ნამდვილად არის. აქედან გამომდინარე, კუბილიუსს აქვს ბოდიში მოსახდელი ქართული საზოგადოების და ქართული სახელმწიფოს წინაშე .“
ცნობისთვის, კრამონი „მთავარი არხის“ დამფუძნებელთან, ნიკა გვარამიასთან ციხეში შეშვებას ითხოვდა, თუმცა მან შესაბამისი უწყებიდან პასუხი ვერ მიიღო და აღნიშნა, რომ პასუხის გაუცემლობა მათი უპატივცემულობაა. კობახიძემ კი კრამონზე თქვა: „არსად არ არის შესაშვები, არათუ გვარამიასთან“.
კომენტარები