სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ უწყვეტად განაგრძობს აფთიაქების ხელმისაწვდომობის ზრდას და მთელი საქართველოს მასშტაბით არსებული აფთიაქების ეტაპობრივ რებრენდინგს. სააფთიაქო ქსელი ამჟამად წარმოდგენილია 100-ზე მეტი აფთიაქით ყველა რეგიონში.
რებრენდირებულ ფილიალში წარმოდგენილია მედიკამენტების ფართო ასორტიმენტი, უმაღლესი ხარისხის სამედიცინო ტექნიკა, ბავშვთა კვების, მოვლისა და აქსესუარების პროდუქცია, ასევე პრემიუმ და ექსკლუზიური ბრენდების თავის მოვლის საშუალებები.
იმპექსი“ მუდმივად ცდილობს თავისი მომხმარებელი მრავალფეროვანი შეთავაზებებით გაანებივროს. „იმპექსის“ სააფთიაქო ქსელში ბოლო დროს დანერგილი სიახლის, მუდმივი ყოველკვირეული კატეგორიების აქციების ფარგლებში, მომხმარებელს საშუალება აქვს თავის მოვლის პროდუქციაზე, ბავშვთა კვებისა და აქსესუარების კატეგორიის სრულ ასორტიმენტზე
ისარგებლოს საუკეთესო შეთავაზებებით. ამჟამად სპეციალური ფასდაკლება მიმდინარეობს თმის მოვლის საშუალებებზე 14 სექტემბრის ჩათვლით.
ყოველი თვის I კვირა იმპექსში ტრადიციულად (1 – 7 რიცხვი) ბავშვთა მოვლის, კვების და აქსესუარების ბრენდებზე ფასდაკლებას ეთმობა.
ყოველი თვის II კვირას (8 – 14 რიცხვი) თმის მოვლის პროდუქციაზე მოქმედებს საუკეთესო შეთავაზებები.
ყოველი თვის III კვირა (15 – 21 რიცხვი) კი ტანის მოვლის ბრენდებზე ფასდაკლების კვირეულია.
ყოველი თვის IV კვირა (22 – 31 რიცხვი) პირის ღრუს მოვლის პროდუქციის კვირეულია.
შეთავაზებებით სარგებლობა „იმპექსის“ ლოიალობის – ფასდაკლებისა და დაგროვების – ელექტრონული „ზე ბარათის“ გამოყენებით არის შესაძლებელი. ბარათის მომხმარებელს საშუალება აქვს შეიძინოს მისთვის სასურველი პროდუქცია ფასდაკლებით და პარალელურად დააგროვოს სხივები/ქულები – რომელთა გადაცვლა შესაძლებელია ქსელში წარმოდგენილ ნებისმიერ პროდუქციაზე.
ზე ბარათზე ზოგად სქემასთან ერთად დამატებით მოქმედებს: მშობელთა, პენსიონერთა და დევნილთა სქემები. თითოეული სქემის ბენეფიციარისთვის კი შექმნილია მომხმარებლის ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული შეთავაზებები.
„იმპექსის“ სააფთიაქო ქსელი მუდმივად ცდილობს შეასრულოს ბრენდის დაპირება და ექსკლუზიური შეთავაზებებით, კომფორტული გარემოს შექმნით, მომხმარებელზე მორგებული სერვისების განვითარებით განაწყოს მომხმარებლები სიცოცხლისთვის, ჯანმრთელობისთვის და სილამაზისთვის.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ „იმპექსის“ Facebook გვერდს: https://www.facebook.com/ImpexPharmacy
კომენტარები