12 წლის გოგოს გაუპატიურების მცდელობაში ბრალდებული 63 წლის კაცი, დანაშაულს არ აღიარებს.
დაკავებულს გორის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ბრალდებული თავს უდანაშაულოდ სცნობს.
შსს გამოძიება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ სქესობრივ დანაშაულის, გაუპატიურების მცდელობის მუხლით აქვს დაწყებული. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 63 წლის კაცს 15-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.
კომენტარები