ისრაელის ეროვნული სადაზვერვო სააგენტოს, მოსადის ხელმძღვანელი, დავიდ ბარნეა აშშ-ში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა, სადაც აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) მეთაურს, უილიამ ბარნს, გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) დირექტორს, კრისტოფერ ურეის, პრეზიდენტი ჯო ბაიდენის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველს, ჯეიკ სალივანს, აშშ-ს თავდაცვის მდივანს, ლოიდ ოსტინს, აშშ-ს გაერთიანებული შტაბის თავმჯდომარეს, მარკ მილსა და სხვა მაღალჩინოსნებს შეხვდა და მათ უთხრა, რომ ისრაელი გვერდზე არ გადგება, მაშინ, როცა ირანი მსოფლიოს მოტყუებას განაგრძობს.
ისრაელის პრემიერმინისტრის ადმინისტრაციის ცნობით, ბარნეამ აშშ-ში გამართული შეხვედრის ფარგლებში კოლეგებს სადაზვერვო მასალები. მოსადის დირექტორს ამერიკელმა კოლეგებისგან დაუდასტურეს, რომ აშშ რჩება ისრაელის სახელმწიფოს უსაფრთხოების ერთგული.
კომენტარები