თადარიგის პოლკოვნიკი, გიორგი თავდგირიძე:
სუსტის დაჩაგვრა, დაჩაგრულის ირგვლივ ხანგრძლივი რიტუალური ცეკვები, არაადამიანური სისასტიკე და ამ სისასტიკით ტკბობა, კულტურული და ცივილიზაციური ჩარჩოების არ ქონა, ყველაფერ ამას რუსებისგან მიჩვეული ვართ. მათი მორალი და ღირებულებები შორს არ არის პირველყოფილი კანიბალურიდან. თუმცა, რამდენადაც სავსე იყო მათი სიშმაგე მსხვერპლის მიმართ ველური ენერგიით , იმდენად ცხოველური აღმოჩნდა მათი შიში მარცხის პირველივე ნიშნებზე. რუსულ ფაშიზმს, რაფინირებულს, დავარცხნილს, მეტნაკლებად დაბანილსაც კი ბუნებაც კანიბალური აქვს და ლოგიკაც. თურმე შენ რომ სხვას შეჭამა, კარგი და ღვთისნიერი საქმეა და თუ აქით დაგიპირეს შეჭმა, ღვთისგმობა და ბოროტება.
მოკლედ, რუსები სირთულეებისთვის მზად ვერ აღმოჩნდენ, პანიკის ნიშნებია ბრძოლის ველზეც და პროპაგანდისტულ წრეებშიც და დიდი ალბათობით არ რუსეთის მართველ გუნდშია უკეთესი მდგომარეობა. თუ უკრაინელებს ეყოთ რეზერვი 1300 კმ-იან ფრონტის ხაზზე ერთდროული მოქმედებისათვის, რუსეთის არმია აუცილებლად ჩამოიშლება იმაზე გაცილებით ადრე, ვიდრე მოლოდინები იყო. ჩამოშლის შეუქცევადი პროცესი დაწყებულია. იმედია ამინდის გაუარესებამდე, როდესაც წინსვლის ტემპი შეიძლება კლიმატური პირობების გამო დავარდეს, რუსეთის საოკუპაციო ძალების ჩამოშლა დასრულებული იქნება და ოქტომბრის ბოლოსთვის ყირიმიდან რუსეთის ბოლო საევუაკუაციო ჯგუფებიც გავლენ.
სამხედრო თვალსაზრისით: სტრატეგიული უპირატესობა უკრაინის მხარეს გადავიდა ხოლო რუსეთი ვეღარ ასწრებს უკრაინის სამხედრო მოქმედებებზე ადეკვატურ რეაგირებას; უკრაინის შეიარაღებული ძალები ერთდროულად და ერთნაირად ენერგიულად მოქმედებენ რამდენიმე მიმართულებაზე, ისე რომ მართვა და საბრძოლო მხარდაჭერა ხორციელდება შეფერხებების გარეშე; რუსეთი იძულებულია გარღვევის მიმართულებაზე ფრონტის ხაზიდან მოხსნილი ქვედანაყოფები გადაისროლოს და მოაშიშვლოს დაცვის ზღუდეების დიდი მონაკვეთები, რითაც დიდი ალბათობით ისარგებლებს უკრაინის შეიარაღებული ძალები და შეტევას კიდე რამდენიმე მიმართულებაზე დაიწყებს; უკრაინის შეიარაღებული ძალების მოქმედებაში ჩნს ერთიანი ჩანაფიქრი და მკაფიო მიზანი, რუსეთის შეიარაღებული ძალებს მკაფიო სამხედრო მიზანი არ აქვთ და მათი მოქმედებაში არ ჩანს ერთიანი მართვა; სხვადასხვა ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო დანაკარგებშიც არაბუნებრივი დისპროპორცია იკვეთება, რაც იმაზე მეტყველებს, რომ რუსები ვერ ახერხებენ მეტნაკლებად სტაბილური თავდაცვის ორგანიზებას; დანაკარგების ასეთი დინამიკის და პროპორციის შენარჩუნების შემთხვევაში, რუსეთი ვეღარ მოახერხებს თავისი ქვედანაყოფების ბრძოლისუნარიანობის შენარჩუნებას, ხოლო უკრაინული ქვედანაყოფები გაცილებით დიდხანს შეინარჩუნებენ შეტევის პოტენციალს, ბრძოლებში ახალი რეზერვების ჩართვის გარეშედაც კი.
პასიური, პოზიციური ბრძოლების პირობებშიც კი რუსული ქვედანაყოფების დანაკარგების შევსება ვერ ხერხდებოდა, უკრაინის შეიარაღებული ძალების მძლავრი შეტევების პირობებში კი კოლაფსამდე ერთი ნაბიჯია. საყოველთაო მობილიზაციაც კი ვეღარ გამოასწორებს სიტუაციას, რაკი შედეგი ყველაზე ოპტიმისტური პროგნოზიდაც კი შეიძლება 30 დღეში დადგეს, ეს 30 დღე კი რუსეთს აღარ აქვს. რომც ჰქონდეს, 30 დღეში ამოცანა ბრძოლის ველზე არსებული ქვედანაყოფების შევსება კი აღარ იქნება, არამედ ბრძოლაში ახალფორმირებული ქვედანაყოფების შეყვანა. ის რომ 30 დღეში რუსები 10 ახალ არმიის და თანაც აღჭურვილ და ბრძოლისუნარიან 10 არმიის ჩამოყალიბებას შეძლებენ ფანტასტიკის სფეროც კი არ არის.
დასკვნა: ორთვიანი ოპერატიული პაუზის შემდეგ უკრაინამ მოახერხა თავისი შეტევითი პოტენციალის გაზრდა და გადავიდა აქტიურ მოქმედებებზე, რუსეთმა ვერ შეძლო თავისი სამხედრო შესაძლებლობის ოპტიმიზირება და როგორც გამოჩნდა ვერც თავდაცვის სწორი ორგანიზება. ფაქტიურად რუსეთის მიერ აღებული ოპერატიული პაუზით ისარგებლა უკრაინამ, რაც რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობის უნიათობისა და არაკომპეტენტურობის კიდე ერთი დასტურია.
რაც მთავარია, კანიბალურ საზოგადოებებში, როცა მსხვერპლის მონადირება ვერ ხერხდება, იწყება ერთმანეთის ჭამა. თუ ფაშისტური რუსეთის ბუნების შეფასებაში მართლები ვართ, უახლოეს ხანში ბრძოლის ველზე და ზურგში ურთიერთდაჭმის შედეგად დაღუპულ დასახიჩრებულთა რაოდენობა გათანაბრდება.
კომენტარები